წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს საღებავი შეასხეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს.

თუ ვინ და რა მიზეზით დააზიანა ბანერი, ამ დრომდე უცნობია. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან „ქართული ოცნება“ და მმართველი გუნდის მიერ „წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან“.

ცნობისთვის, ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან იბრძვის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქცია დააანონსა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია