სოფო ჯაფარიძე  - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს მათი პარტნიორებისგან და მიუხედავად მისი უკანონო პოლიტიკური პატიმრობისა, ის მიწვეული იყო EPP-ის კონგრესზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე მიწვეული იყო პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მანამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც მან თანაპარტიელებს მიულოცა ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს