საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს - ისტორია არ მეორდება, მაგრამ ჩვენ ისტორიის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, ყველა ევროპელი და უკრაინის მოკავშირე თანხმდება, რომ უფრო მეტი და უკეთესი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.

„გარკვეული ერთიანობაა იმაში, რომ ფაქტობრივად, ორწლიანი კონფლიქტის შემდეგ, რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიულია ჩვენს მიმართ. ყველა თანხმდება, რომ ბევრად უარესი იქნებოდა უკრაინა რომ დანგრეულიყო ან რუსეთის ფედერაციას გაემარჯვა. ამიტომ, რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს“, - აღნიშნა სეჟურნემ.

მისი თქმით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს და ცდილობს დააწესოს, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყნების საგარეო პოლიტიკა.

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთის ფედერაციასთან ერთსა და იმავე ენაზე - ძალთა ბალანსის ენაზე. ძალიან გულუბრყვილოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავუწესოთ ჩვენს თავს აკრძალვები, როცა სწორედ რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს და ცდილობს დააწესოს, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყნების საგარეო პოლიტიკა“, - აღნიშნა სეჟორნემ.

მისი თქმით, ევროპან ისტორიული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

"ისტორიაში გვაქვს იმის მაგალითები, როგორ ჩიხებამდე მივყავართ უკან დახევისა და სისუსტის სტრატეგიებს.

გვაწვდის ჩიხების რამდენიმე მაგალითს, რომელსაც უკან დახევისა და სისუსტის სტრატეგიებს მივყავართ. მათ, ვისაც არ სურდა დანციგისთვის სიკვდილი 1939 წლის მაისში, მხოლოდ წაახალისეს ჰიტლერი. მიუხედავად იმისა, მჯერა, რომ ისტორია არ მეორდება. თავად ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ისტორიის შეცდომები“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია