რატი ბრეგაძე - ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დეზინფორმაცია კი მავნებელია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტყუილებით გაჯერებულს უწოდებს, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მისი „გადამალული ქონების“ შესახებ.

რატი ბრეგაძე მისი დეკლარაციისა და ქონების შესახებ განმარტებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მანიპულაცია დეზინფორმაციის ნაირსახეობაა. სწორედ ასეთი შეკვეთილი, ობიექტურ საფუძველს მოკლებული, ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია “მთავარმა” გუშინ ჩემი, თითქოსდა გადამალული, ქონების შესახებ.

ვთვლი, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ამიტომ ვაპირებ სიცრუისა და მანიპულაციების ნაწილობრივ მხილებას.

ტყუილი N1 “15 გვერდიანი ცარიელი დეკლარაცია”

სიმართლე: დეკლარაცია არ არის ცარიელი, რაც სიუჟეტშივე ჩანს. ( იხ. ფოტო N1)

ტყუილი N2 “მაღალჩინოსნის აპარტამენტი, რომელსაც რამდენიმე მეტრიანი გალავანი აქვს შემოვლებული 1600 კვადრატულ მეტრზეა აშენებული.”

სიმართლე: სიუჟეტშივე ჩანს, რომ წინა მხარესაც კი არის ჭიშკარი, რომლიდანაც ნებისმიერ გამვლელს აქვს თავისუფალი ხედი შიდა ეზოზე. ეზოს დანარჩენ მხარეს კი არის ღია ტიპის ღობე.

სახლი რეალურად აშენებულია დაახლოებით 100-120 კვადრატულ მეტრზე და არა 1600-ზე. (იხ. ფოტო N2)

ნაკვეთი შეძენილია 2004 წელს და მას შემდეგ ეტაპობრივად შენდებოდა მამაჩემის მიერ. ( ამ პერიოდში ვიყავი სტუდენტი) ჯერჯერობით მე პირადად არცერთი ღამე გამითევია ამ სახლში იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დასრულებული.

ტყუილი N 3: ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე მშობლების 144 კვ.მ ბინასთან დაკავშირებით ითქვა შემდეგი: “იუსტიციის მინისტრმა ქონების დასამალად ოცნების მაღალჩინოსნებისთვის ნაცად ხერხს მიმართა და საკუთარი სიმდიდრე მშობლების სახელზე გააფორმა”.

სიმართლე: 2007 წელს ჩემმა მშობლებმა ძველი სახლი გაყიდეს და ეს ბინა შეიძინეს. ამ პერიოდში მე გერმანიაში დოქტურანტურაში ვსწავლობდი.

ბინა მდებარეობს “ელიტური უბნის” კორპუსში (იხილეთ ფოტო N3)

რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, ნამდვილად მაქვს და 2015 წლიდან ვიხდი ყოველთვიურად გათვალისწინებულ საფასურს. ეს ბინა კი იყო დედას შვილიშვილებზე, ანუ ჩემს შვილებზე, გადაფორმებამდე მანანა კრავეიშვილის სახელზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია ჩემი მშობლების საკუთრებაში არსებული ბინა. სესხის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დეკლარაციაში.

ბინა ასევე მდებარეობს “ელიტური უბნის კორპუსში” (იხ. ფოტო N 4)

P.s “დანაშაულებრივ სქემაში” მონაწილე მშობლებთან დაკავშირებით კი ასევე უნდა ვთქვა დამატებით, რომ ამ ადამიანებს არასოდეს უსარგებლიათ რაიმე პრივილეგიით და ორივე იმ სამსახურებში მუშაობს უცვლელად, რომლებშიც იყვნენ ჯერ კიდევ ჩემი სკოლის მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდში.

ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დეზინფორმაცია კი მავნებელია გამავრცელებლისთვის”, - წერს რატი ბრეგაძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის