პრემიერის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხზე კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხზე კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად იმოქმედებს, ხოლო დანარჩენი პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება. ერთს აქვს წარდგენის უფლებამოსილება, მეორეს არჩევის. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხები კონსულტაციების რეჟიმში უნდა გადაწყდეს. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას, ასეთ დროს კონსულტაციები აუცილებელია. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა. არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში, კონსულტაციები არის საჭირო იმისთვის, რომ ორივე ორგანო შეთანხმდეს. პრეზიდენტი კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს თავს არიდებს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად იმოქმედებს, დანარჩენი დამოკიდებულია, მათ შორის პრეზიდენტზე “,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან პრემიერის რანგში კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია, თუმცა ვიზიტი არის დაგეგმილი და სურვილის შემთხვევაში, შეხვედრა შედგება.

„ჩვენთვის პროგრამის აღდგენა არის მნიშვნელოვანი. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, დანარჩენი ვნახოთ, კონსულტაციები გვექნება“,-განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია