პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო, ამიტომ კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი

ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო, ამიტომ კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩვენ გვაინტერესებს საქართველოსთვის ევროკავშირი, დაჩქარებული წესით გაწევრიანება, რომ უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი ევროპასთან ერთად, "ქართულ ოცნებას" აინტერესებს ევროპაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტები. კი ბატონო, გააგრძელონ. ჩვენ გვაინტერესებს, რომ სიღარიბე არის ქვეყანაში, არის მაღალი ფასები, ეკონომიკა არის ჩამოშლილი, "ქართულ ოცნებას" აინტერესებს ვის შეხვდა ადეიშვილი. გააგრძელეთ, რა პრობლემაა. ვიდრე ევროპელ ჩინოვნიკებს მოსთხოვს ირაკლი კობახიძე პასუხს, მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს. აქ მაქვს ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის განცხადება. მართალია, ირაკლი კობახიძე არ იქნებოდა მაშინ „ქართულ ოცნებაში", მაგრამ აგერ ივანიშვილი ამბობს, ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ძალიან კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო. ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს პასუხი და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ მიხეილ სარჯველაძე გაერკვევა, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, არჩევნებიც მოვა და ხალხისთვის არაფერი შეიცვლება.

„არაფერი არ იცვლება "ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში არსებითად ვინ იქნება მინისტრი. უფრო მეტიც ვთქვათ - ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი. სანამ ბატონი მიხეილ სარჯველაძე გაერკვევა, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, არჩევნებიც მოვა, ამიტომ ხალხისთვის არაფერი შეიცვლება," - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია