საფრანგეთში, დეკემბერში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან, საფრანგეთში 17 დეკემბერს მოკლული 31 წლის მარად სურმანიძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რათა მარად სურმანიძის საქართველოში გადმოსვენება დროულად მოხდეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია მარად სურმანიძის მეუღლე. მათთვის უცნობია, სად იმყოფება მარად სურმანიძის ხუთი შვილი.

“ჩემი დისშვილი სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული. ვითხოვთ ყურადღებას გადმოსვენებაში მთავრობის დახმარებას. არ ვიცით, რა პირობებში არიან ბავშვები. მხოლოდ ის ვიცით, რომ თავშესაფარში არიან გადაყვანილი. მკვლელობა სამი თვის წინ მოხდა. ფაქტზე მისი მეუღლეა დაკავებული. მთავარი მოთხოვნაა, სამი თვის წინ მოკლული ჩემი დისშვილი დროულად გადმოასვენონ. მარადის ოჯახი, საფრანგეთში ერთ-ერთი შვილის სამკურნალოდ იყო წასული. დაახლოებით ორი წელი ემიგრაციაში იყვნენ. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით მოკლა ცოლმა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია