შალვა პაპუაშვილი - ე.წ. ვეტინგზე მაგალითად მოჰყავთ უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის და მოლდოვაში ადეიშვილის მოადგილის მიერ ჩატარებული რეფორმა, აქ ჩვენი პასუხი მკაფიოა - ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება

ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით მაგალითად მოჰყავთ უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩატარებული და მოლდოვაში ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მიერ ჩატარებული რეფორმა, აქ ჩვენი პასუხი მკაფიოა - ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს და ყველაფერი საჯაროა.

“სინამდვილეში ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, დეკლარაციები საჯაროა. ეს არის შემოწმება, სხვა რამე კი არ გაკეთდა უკრაინასა და მოლდოვაში - ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა და მისი გადამოწმება. მათ შორის, მოსამართლეების დიდი ნაწილი მოხვედრილია მონიტორინგში არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე. ანტიკორუფციული ბიურო ჩაღრმავებულ მონიტორინგს განახორციელებს მოსამართლეებზე, ისევე როგორც პარლამენტის წევრების მიმართაა ჩაღრმავებული მონიტორინგი. ამიტომ, ყველაფერი საჯაროა.

რაც შეეხება ე.წ. ვეტინგს - მაგალითად მოჰყავთ ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული რეფორმა და ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მიერ მოლდოვაში ჩატარებული. აქ ჩვენი პასუხი მკაფიოა - ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება. მათ ეს გააკეთეს 20 წლის წინ და რა შედეგები მიიღო მაშინ საქართველომ, ვნახეთ. ვინც საქართველოს მაგალითად უსახავს უკრაინას და მოლდოვას - ადეიშვილს და წოწორიას, ჯერ დაფიქრდეს, ვის მაგალითს გვისახავს და შემდეგ მიიღებენ ჩვენგან პასუხს, რომ ადეიშვილს და წოწორიას რეფორმებს საქართველოში არავინ ჩაატარებს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა