ილია დარჩიაშვილი - ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს

ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თუმცა ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ამ დროისთვის არ იცის რას უკავშირდება აზერბაიჯანის გადაწყვეტილება, ჩაკეტილი ჰქონდეს სახმელეთო საზღვარი. დარჩიაშვილის თქმით, ამ მხრივ ბევრი ნიუანსი არ არსებობს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ სრულად იყოს საზღვრები გახსნილი იმისთვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ჩვენ ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავდა და გვინდა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს. საზღვართან დაკავშირებით მათ აქვთ კონკრეტული არგუმენტები, ეს არ ეხება საქართველოს მხოლოდ. ზოგადად, მათ კონკრეტული შეხედულებები აქვთ მათი საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ძალიან რთულია რამე გითხრათ. ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს.

ბევრი ნიუანსია აქ, მე არ მინდა აზერბაიჯანული მხარის პოზიციებზე გესაუბროთ. ჩვენ ვიცით, რომ კოვიდი იყო ერთი მიზეზი, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო საზღვრები ჩაკეტილი, შემდგომ, თქვენ იცით, როგორ განვითარდა მოვლენები რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ მე ვერ გეტყვით აზერბაიჯანის პოზიციას, თუ რატომ აქვთ მას ეს გადაწყვეტილება. მივესალმებით თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩამობრძანება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს