იაგო ხვიჩია - ადეიშვილზე „ქართული ოცნების“ განცხადებები მაგონებს იმას, ადამიანი შარზე რომ არის და მიზეზს ეძებს, რაღაც ცუდი გითხრას, გისაყვედუროს და უმადურად მოგექცეს

ზოგადად, “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი [განცხადებები], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგონებს ამას - შარზე რომ არის ადამიანი და მიზეზს ეძებს, რაღაც ცუდი რომ გითხრას, გისაყვედუროს და უმადურად მოგექცეს მიუხედავად იმისა, რომ შენ ცოტა ხნის წინ კარგად მოექეცი - დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და ამ განცხადებებში გულწრფელობას ვერ ვგრძნობ,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, “ქართული ოცნების” ნარატივი “უცნაური და სახიფათოა”.

“სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდეც ხდებოდა, რომ სხვადასხვა ვიღაცას ნიშნავდნენ უკრაინაში, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა არ ხდებოდა ჩვენს მთავრობებს შორის. ომის დაწყების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ფერი იცვალა, გაემიჯნა პარტნიორებს და არ უშველა ბოლომდე მოსატრიალებლად არც იმან, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. აქედან გამომდინარე, უცნაურად და სახიფათოდ მეჩვენება “ქართული ოცნების” ეს ნარატივი”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, ნიშნავს თუ არა ადეიშვილის ვიზიტები იმას, რომ ევროპაში ქართულ სასამართლოს არ ენდობიან, ხვიჩია ამბობს, რომ ქართულ სასამართლოს არ ენდობოდნენ არც მიშას და არც ახლა, ადეიშვილის შემთხვევაში.

“ქართულ სასამართლოს არ ენდობოდნენ არც მიშას შემთხვევაში - მთელ ქვეყანაზე მოგზაურობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისჯილი ჰქონდა და არ ენდობიან არც ადეიშვილის შემთხვევაში. მოგვწონს თუ არა ადეიშვილი ან მიშა, ქართული სასამართლო რომ სანდო არაა, ამაზე ვერავის გავაკრიტიკებთ”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

“გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა