ზურაბ აბაშიძე - რამდენიმე თვის წინ მივმართე ყოფილ პრემიერს წინადადებით, სპეციალურ წარმომადგენლად გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე - ლოგიკა ძალიან მარტივი იყო: 2012 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის- ლოგიკა ძალიან მარტივი იყო- 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა თავიდანვე დასახელდა.

„მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო- 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან დადებითად მიიღო ეს ჩემი წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მას მე წლებია ვიცნობ, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე 2012 წელს დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე.

აბაშიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას სხვა საკადრო ცვლილებებთან ერთად დღეს გააცნო და აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ის უკვე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის მეთაურის სპეციალური წარმომადგენელი კი გიორგი ქაჯაია იქნება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია