იაგო ხვიჩია გვარამია-მელიაზე - ცალკე აღებული, მგონი, მარტო ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მოუწევთ, სხვა „ნაცური“ პარტიების შემოერთება

ჩემი აზრით, ეს ერთობა [გვარამია-მელია] არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად - სხვა "ნაცური" პარტიების შეერთება მოუწევთ, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდებს შორის დღეს დაგეგმილი შემაჯამებელი შეხვედრა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს ორი გუნდი უნდა გაძლიერდეს, რათა არჩევნებზე ხმები არ დაიკარგოს.

„ცალკე აღებული, მგონი, მარტო ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მოუწევთ, სხვა "ნაცური" პარტიების შემოერთება. ეს გაერთიანება არასაკმარისია იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს, ამიტომ ჩემი აზრით, ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს - გაძლიერდეს "ნაცებთან" შესვლით, ან სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია