ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში, მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი

რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, რისკები არსებობს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

„საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი მოცულობაა. ამას დიდი ყურადღება სჭირდება, რამეთუ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა ჩართული ამ სავაჭრო ურთიერთობებში. 2010 წელს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები სრულად მორღვეული იყო ამ ბალანსის თვალსაზრისით. რუსეთიდან იმპორტი 10-ჯერ მეტი იყო ვიდრე ექსპორტი საქართველოდან. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო შემოიღო. შემდგომ, რუსეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მან გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო. ამ ვალდებულებების შესაბამისად და ზოგადად, ჩვენი ძალისხმევითაც მოხერხდა ის, რომ ექსპორტი და იმპორტი, ეს ძალიან დიდი სხვაობა მეტ- ნაკლებად დაბალანსდა. 2010 წელს ჩვენი ექსპორტი იყო 34 მილიონი. იმპორტი იყო 10-ჯერ მეტი. ანუ, იქიდან 10-ჯერ მეტი შემოდიოდა. ახლა ეს შეიცვალა და ასეთი დისბალანსი აღარ არის. ჩვენი ექსპორტი ძალიან გაზრდილია. დიახ, ვთვლი, რომ საქართველოს ექსპორტის გაზრდა ნებისმიერ ქვეყანაში კარგია. ამან მილიარდობით ჩვენი პროდუქციის გატანის საშუალება მოგვცა რუსეთში ამ წლების განმავლობაში. ეს ფული საქართველოში შემოვიდა. რისკები არის, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ამ რისკებს ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა დივერსიფიცირებულია. რუსეთის წილი ზოგადად, სავაჭრო ბრუნვაში სადღაც, 11,2%-ია. შარშან ეს ასე იყო, არ არის ეს ძალიან დიდი ციფრი. ყველაზე დიდი პარტნიორი თუკი ავიღებთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს, როგორც ერთ ბაზარს, როგორც არის სინამდვილეში, სამჯერ მეტია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანასთან. მეორე ადგილზე თურქეთია, მესამეზე - რუსეთის ფედერაცია. თუმცა ექსპორტსა და იმპორტს შორის ხშირად არის ცვლილებები, ხან ერთი ქვეყანა ჩაანაცვლებს რუსეთს მესამე - მეოთხე ადგილზე, ხან მეორე ქვეყანა. რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია