გიორგი ამილახვარის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული სტანდარტების მიზნების დამტკიცება კომპლექსური პროცესია და შესაძლებელია, რომ მისმა დანერგვამ 2025-2026 სასწავლო წლისთვის გადაიწიოს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული სტანდარტების მიზნების დამტკიცება კომპლექსური პროცესია და შესაძლებელია, რომ მისმა დანერგვამ 2025-2026 სასწავლო წლისთვის გადაიწიოს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაწყებულია ყველა სასკოლო საგნის განახლებული სტანდარტის პროექტზე მუშაობაც.

„რეალურად ამ რეფორმას თავისი დრო სჭირდება. არ გვინდა ეს ფორსირებულად გავაკეთოთ. გვინდა გავაკეთოთ სწორად და ეტაპობრივად. დანერგვის პერიოდი, პირდაპირ გეტყვით, არ არის ჯერ განსაზღვრული. ეს უბრალოდ მოსაზრების დონეზეა, რომ თუ შესაძლებელი იქნება დავიწყებთ 2024 წლიდანვე, თუ რა თქმა უნდა, ამას პროცესი მოითხოვს, ვინაიდან საკმაოდ კომპლექსური პროცესია, შეიძლება ამან 2025 სასწავლო წლამდეც გადაიწიოს. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ აქ რამდენიმე მიმართულებაა - პირველი, ეს არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლის პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა, ასევე საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მოსაზრების მიღება, მათი ანალიზი და შესაბამისად, ამ დოკუმენტის დაზუსტება. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცება, საიდანაც უკვე გამომდინარეობს ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომლის პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, როდესაც უკვე დამტკიცება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მყისიერად მოგვიწევს ყველა განახლებული სასკოლო საგნის სტანდარტის დამტკიცება. დაახლოებით ვსაუბრობთ ორთვიან ვადებზე, სადაც თუ რაიმე ხელისშემშლელი არ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ბარიერები, დამტკიცდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, შემდგომ უკვე სასკოლო განახლებული სტანდარტები, რის შემდეგაც დაიწყება სახელმძღვანელოების განახლების პროცესი. აქ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თავად პროცესი გვაჩვენებს და ის მოცულობა, რომელსაც სტანდარტები დაადგენს, ეს ყველაფერი ძალაში შევა მიმდინარე სასწავლო წლიდან თუ მომავალი. მოგეხსენებათ, რომ სტანდარტების განახლება მეთოდური თვალსაზრისის ყოველ 6 თუ 7 წელიწადში ხდება, შესაბამისად, წელს მოუწია ეს პერიოდი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია