კოკა კაციტაძე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა ისახავს მიზნად.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უცხოელ დიპლომატს სამსახურის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციებს და მათ შესასრულებლად სამსახურის ჩართულობით განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ორგანოს (The Rijksrecherche) ერთობლივი მონაწილეობა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (ICIN), რომლის წევრიც ქართული მხარე 2023 წლის ოქტომბერში ლონდონში გამართულ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გახდა. ასევე, განხილულ იქნა კოლეგა უწყებებს შორის სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოში ნიდერლანდების ელჩს სამსახურის საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს პოლიციის ატაშე ჰანს ჰაუვენი, საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ლელა ლომია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა