ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულებს, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულებს, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. როგორც მოქალაქეებმა განაცხადეს, მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული დაპირება ვერ მიიღეს, თუმცა უახლოეს პერიოდში მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტმა შესაძლოა, თბილისში, საქართველოს მთავრობასთან გადაინაცვლოს.

„დაპირება არ ყოფილა ცალსახად, რომ ის საკითხები მოგვარდება, რაც დღის წესრიგში არის, შეხვედრაზე მოქალაქეებმა სთხოვეს, საკრებულოს თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე დასხდნენ და შეთანხმდნენ ამ საკითხზე. მოთხოვნაა, რომ პირდაპირი წესით ხელშეკრულებით, როგორც იყო აქამდე, გაგრძელდეს ამ ადამიანებთან სამი წლით ურთიერთობა. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ რამდენიმე დღე დასჭირდებათ, ველოდებით და თუ მოთხოვნა არ შესრულდება, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თბილისში პროტესტით გადავინაცვლებთ, რადგან ბულვარში შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის დროს, მოიჯარეებს ზარალის ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ, თუმცა არ სრულდება“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ, თამაზ ბაკურიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა