Galt & Taggart - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად მშენებლობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის დარგებმა განაპირობა. ამასთან, ვაჭრობის, უძრავი ქონების და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში შემცირდა რეალური ზრდა.

„ჩვენი საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6.0%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 7.0%-იან ზრდას ველოდებით.

ინფლაცია - 2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია, მცირედით 0.3%-მდე გაიზარდა, წინა თვის ნულოვანი ინფლაციის შემდეგ. თებერვლის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა, ერთის მხრივ, შერეული საქონლის ფასების წლიურ 3.1%-იან კლებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ფასების წლიურ 2.4%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში გრძელდება ინფლაციის შენელების ტრენდი. რაც შეეხება იმპორტირებულ ინფლაციას, მიმდინარე წლის თებერვალში იმპორტირებული საქონლის ფასების მცირე წლიური ზრდა (+0.2%) 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ამასთან, საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, თებერვალში 2.4% შეადგინა.

ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

მონეტარული პოლიტიკა - საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი საბაზისო პროგნოზით, მოსალოდნელია 2024 წლის განმავლობაში 8.5%-მდე შემცირდეს. . ამასთან, მიმდინარე წლის ბოლომდე, ჩვენი ოპტიმისტური სცენარით, პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ ამჟამად ეს განაკვეთი 9.0%-ია.

ლარის გაცვლითი კურსი - 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 1.1%-ით გამყარდა და 2.66-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც სავალუტო შემოდინებების მდგრადობაზე მიუთითებს.

ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.65-ის ფარგლებში, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.0-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

იხილეთ ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2015-დან 2025 წლის ჩათვლით აქ. - „ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს