პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, რეაბილიტაციის კომპონენტს კი, მინიმალური რესურსი ეთმობა

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, რეაბილიტაციის კომპონენტს კი, მინიმალური რესურსი ეთმობა. ამასთან, არ არსებობს ე.წ. აღდგენის გეგმა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება მედიკამენტების საკითხს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის თანახმად, ბაზარზე არ არსებობს რიგი ეფექტიანი მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც რიგი ფსიქიკური აშლილობების მართვაში პროგრესულ შედეგს იძლევა.

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტთა ნაწილი მოსახლეობას სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უფინანსებს, რაც შესაბამისი მედიკამენტების შეძენის საშუალებას იძლევა.

„ფარმაცევტულ ბაზარზე პერიოდულად მედიკამენტთა დეფიციტი იქმნება. მაგალითად, დეპო პრეპარატების დანაკლისი ზოგიერთი დიაგნოზის მართვას ართულებს.

მედიკამენტთა 35%-იანი დაფინანსების სქემა მოძველდა, შესაბამისად, საჭიროა მისი გადახედვა და უფრო მოქნილი სქემის შექმნა“, - ასეთია თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა. მოკვლევა 2023 წლის ივნისში დაიწყო, დეკემბერში დასრულდა - დასკვნითი დოკუმენტი კი დღეს გახდა ცნობილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია