„ჯივიპის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი - „ჯივიპიში“ ევროპული სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ

„ჯივიპიმ“ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო.

„Aqualia-ს მიერ ჩატარებული სისტემური აუდიტის შემდეგ მყისიერად დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა გაგვეუმჯობესებინა ის კრიტიკული მაჩვენებლები რაც საოპერაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით გამოიკვეთა. შესაბამისად შევიმუშავეთ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი ამოცანაც ქართულ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტის დანერგვა იყო. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს თითოეული ნაბიჯი ემსახურება!“ - აცხადებს „ჯივიპის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი.

„ჯივიპიში“ ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვით Aqualia-მ შეძლო: მულტიფუნქციური ბრიგადების ჩართულობით ოპერატიულობის გაზრდა, გარდამავალი ინციდენტების რაოდენობის 14-ჯერ, ხოლო წყალმომარაგების ქსელის დაზიანებებზე რეაგირების დროის 2-ჯერ შემცირება; სადიაგნოსტიკო ჯგუფების მუშაობით წყალმომარაგების ქსელზე 900-მდე ფარული დაზიანების აღმოჩენა და ქსელზე პრევენციული აღდგენა, რამაც ჯამში წყალმომარაგების 400-მდე შეზღუდვა აარიდა თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 90 კილომეტრამდე წყალსადენისა და წყალარინების ქსელის განახლება და ჯამში 96 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 160 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება; ქსელზე 1,173 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების საშუალოდ 8%-ით შემცირება;

ამ ეტაპზე „ჯივიპის“ გუნდი აქტიურად იმუშავებს საოპერაციო მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სამომხმარებლო სერვისების მოდერნიზაციასა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციაზე. კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო - 363 მილიონ ლარიან ინვესტიციას განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია