იენს სტოლტენბერგი - შვედეთის ალიანსში გაწევრიანება აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის სტრატეგია ჩავარდა - უკრაინა ნატო-ს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის სტრატეგიაში, შეესუსტებინა ქვეყანა, მარცხი განიცადა. „კრემლის შეჭრამ არა მხოლოდ აიძულა ყოფილი არაწევრი ქვეყნები, შვედეთი და ფინეთი ნატო-ს თავდაცვის ქოლგის ქვეშ მოქცეულიყვნენ, არამედ ახლა უკრაინა ნატო-ს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პუტინს სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან და მეტი კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე, მაგრამ მარცხი განიცადა.

„როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ორი წლის წინ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მას სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან და მეტი კონტროლი მეზობლებზე. მას სურდა უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ მარცხი განიცადა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა განცხადება ბრიუსელში გააკეთა, სადაც, ნატო-ს შტაბ-ბინასთან, შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია უნდა გაიმართოს. შვედეთი 7 მარტს, ალიანსის 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა