ნიკა გვარამია - დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება - კეზერაშვილს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, ჰყავს პარტია, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული

დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება - ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენი დამოკიდებულებები, ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას თქმით, მათ პოლიტიკურ გაერთიანებას აინტერესებს მომავალი.

„დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში არ იქნება. ჩვენ ვართ სხვა საკითხებზე შეთანხმებული და სხვა საკითხების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი. დავით კეზერაშვილს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, მას ჰყავს პარტია, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული, ეს არ იმალება, წარმატებას ვუსურვებ ყველას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენი დამოკიდებულებები. ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია