ნიკა გვარამია - მე და ნიკა მელია ვიქნებით თანათავმჯდომარეები - ხელმძღვანელი ვინ იქნება ჯერ არ ვიცით, ამაზე ვმსჯელობთ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

აბსოლუტური მითი აღმოჩნდა ის, რომ პოლიტიკა არავის აინტერესებს, რომ პოლიტიკაში ხალხი არ მოდის. მოდის მეგობრებო, მთავარია დავუძახოთ, დავუძახოთ სწორად და მივცეთ შესაძლებლობები. ფასადად კი არ დავაყენოთ - გვჭირდება, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ და შეცვალონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტაც, რომელიც ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მოძველდა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, პარტიის მიზანია, რომ ამომრჩეველმა „გაიგოს რას ნიშნავს კოალიცია“.

„შეიძლება ჩვენ ვართ ამ პარტიის ორი ლიდერი, ორი ნიკას პარტია დაერქვა ამას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენთან არიან ძალიან წარმატებული, შემდგარი, ამბიციური, წესიერი ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას. ბევრისგან პოლიტიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება მართალი გითხრათ, გამიკვირდა, იმიტომ, რომ ძალიან წარმატებული ხალხია, მშვენივრად გრძნობდნენ თავს თავის პროფესიაში, მაგრამ გამიხარდა. აბსოლუტური მითი აღმოჩნდა ის, რომ პოლიტიკა არავის აინტერესებს, რომ პოლიტიკაში ხალხი არ მოდის. მოდის მეგობრებო, მთავარია დავუძახოთ, დავუძახოთ სწორად და მივცეთ შესაძლებლობები. ფასადად კი არ დავაყენოთ, მივცეთ რეალური შესაძლებლობები. ჩემი და ნიკას დამოკიდებულები აბსოლუტურად ცალსახაა და ერთგვაროვანი, რომ ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ ახალ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ჩვენზე უკეთ, ხანგრძლივად ემსახუროს ამ ქვეყანას. ჩვენ ეს გვჭირდება, მე მჭირდება, ჩემს შვილებს სჭირდებათ, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ და შეცვალონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტაც, რომელიც ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მოძველდა.

მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები, მაგრამ ეს არის სრულად ფორმალური მხარე ამ საკითხის იმიტომ, რომ ეს ხელმეორის საკითხამდე დადის კანონმდებლობის თანახმად. მაგრამ ამ პარტიის მთავარი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქნება პოლიტიკური საბჭო, პარტიის პარლამენტი.

ხელმძღვანელი ვინ იქნება ჯერ არ ვიცით. ამაზე ვმსჯელობთ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამას მე და ნიკა ვერ გადავწყვეტთ და არ გადავწყვეტთ. ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ჩვენს პარტიაში თუ არ არის მთავარი მმართველი ორგანო პარლამენტი, მაშინ ჩვენ ხალხს ვერ ვეტყვით იმას, რომ ვართ მზად, იმისათვის რომ პარლამენტმა მართოს ქვეყანა. ეს ასე არ არის. ნახეთ, რომ ჩვენი პარტიის სახელი არის ახალი ერთობა. დიახ, ეს არის ერთობა, ერთგვარი ორი გუნდისგან შემდგარი ერთობა. ჩვენ მოგვწონს კოალიციურობა, სხვებსაც ველოდებით ამ ყველაფერში. გვინდა, რომ ამომრჩეველმა, რომელმაც ჯერ არ იცის რას ნიშნავს კოალიცია და ისე აეწყო, რომ საქართველოში ჯერ არავინ არ იცის, წინსწრებად ვაჩვენოთ როგორ მუშაობენ ადამიანები ერთად, როგორ შეუძლიათ, მიუხედავად მცირე განსხვავებისა, ერთ და სწორ მიზანზე, მომავალზე ორიენტირების პირობებში, ერთიანად მიიღონ უკეთესი და უფრო სწორი გადაწყვეტილებები, ვიდრე ამას დამოუკიდებლად მიიღებდნენ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე განცხადებით, პარტია „ახალის“ ყრილობა მომავალ თვეს, აპრილში გაიმართება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი