ნიკა გვარამია - დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა - გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი

დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა, გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი პარტია ყველა დასაშვებ შესაძლო კავშირზეა თანახმა „ბიძინა ივანიშვილის“ გასაშვებად.

ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად სტატისტიკურ ყველა დასაშვებ, შესაძლებელ კავშირებზე ვართ თანახმა, ვინც ამაზე თანახმა არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე, მანდ არის წერტილი“,- განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე როგორ აპირებს პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობისგან“დისტანცირებას, გვარამიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი გრავიტაციის ცენტრები, რომლისგანაც დისტანცირებას შეეცდებიან.

„არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის მოცემულობითაა ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის, ვინ ვართ ჩვენ. არ არსებობს არანაირი გრავიტაციის ცენტრები, რომლისგანაც დისტანცირებას ვცდით, იმიტომ რომ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი ცენტრი იქნება მალე ყველაზე გრავიტაციული.

რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა, გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი და ვისაც უნდათ დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან. დაფინანსება ვერ იქნება ვერაფრის სანაცვლოდ, დაფინანსება შეიძლება იყოს მხოლოდ მხარდაჭერის ფორმით“,- განაცხადა გვარამიამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა