ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ნატო-ს მოკავშირეების დროშების გვერდით ალიანსის 32-ე წევრის, შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ.

„ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ, ასევე, ამაყები. ვიცით, რომ შვედეთის მიმართ მოლოდინი დიდია, მაგრამ ჩვენ, ასევე, გვაქვს დიდი მოლოდინი საკუთარი თავის მიმართ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობას და რისკებს“, - განუცხადა ულფ კრისტერსონმა ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებს.

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად 7 მარტს გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია