ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული ცენტრების ნაწილში არაჰიგიენური, ღირსების შემლახველი და ანტისანიტარიული პირობები ფიქსირდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული ცენტრების ნაწილში არაჰიგიენური, ღირსების შემლახველი და ანტისანიტარიული პირობები ფიქსირდება, მულტიპროფილურ კლინიკებში არ არის ინტეგრირებული ფსიქიატრიული განყოფილება და ამ მხრივ გამონაკლისი ორი დაწესებულებაა.

პარლამენტის მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ინფრასტრუქტურული პრობლემები სახელმწიფო კლინიკებში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე კერძოში. შენობის პრობლემის გამო კი, სათემო ამბულატორიული ცენტრები, საცხოვრისები და თავშესაფრები ხშირად ისეთ სივრცეშია განთავსებული, რომელიც მათ საქმიანობასთან ადაპტირებული არ არის.

ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ პრობლემათა მოგვარებას აფერხებს სახელმწიფო ტენდერის გამოცხადების წესი კლინიკებისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროში იწელება, რაც სამუშაო პროცესზე უარყოფითად აისახება.

“ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე აქცენტს აკეთებენ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პირები. ისინი მთავარ გამოწვევად სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს - კერძოდ, ტენდერის გამოცხადების წესებს მიიჩნევენ. დროის ინტერვალი ტენდერის გამოცხადებიდან შესყიდვამდე კლინიკებში სამუშაო პროცესს აფერხებს.

სათემო ამბულატორიული ცენტრების წინაშე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს საქართველოს 2022−2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიაც. დოკუმენტში ნახსენებია, რომ შენობის პრობლემის გამო, სათემო ამბულატორიული ცენტრები ხშირად განთავსებულია ისეთ სივრცეში, რომელიც არ არის ადაპტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით საქმიანობისთვის, ასევე, სხვადასხვა სერვისის განსახორციელებლად და კონფიდენციალურობის დასაცავად“, - ნათქვამია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია