პაატა დავითაია - ნიკა მელია საარჩევნო კამპანიას სიყალბით იწყებს - განცხადება, რომ „ევროპელ დემოკრატებთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და  პარტია არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, არ შეესაბამება სიმართლეს

ნიკა მელია საარჩევნო კამპანიას იწყებს სიყალბით. მისი განცხადება, რომ „ევროპელ დემოკრატებთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და პარტია არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, არ შეესაბამება სიმართლეს , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებაშია ნათქვამი.

პაატა დავითაიას თქმით, ნიკა მელიამ საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

„მინდა გამოვეხმაურო, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა აწარმოებდა მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, მის მიერ დასახელებული იყო პარტია საარჩევნო ნომრით - 6. კანონმდებლობით ეს ნომერი მინიჭებული აქვს პარტიას „ევროპელი დემოკრატები“.

ნიკა მელიას განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბატონ მელიას არ ჰქონია მოლაპარაკებები პარტია „ევროპელ დემოკრატებთან“. კონსულტაციები, საარჩევნო ნომრის დათმობასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ბატონ მელიასთან არ გამართულა არცერთ ეტაპზე.

ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადება შეიცავს სიცრუეს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „ევროპელი დემოკრატები“ არ მონაწილეობს არჩევნებში. ჩემთვის უცნობია, რას ემსახურებოდა ნიკა მელიას ეს განცხადება. პარტია “ევროპელი დემოკრატები“ საარჩევნო ნომრით 6, მონაწილეობას იღებს საპარლამენტო არჩევნებში, პარტია აწარმოებს მოლაპარაკებებს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვწუხვარ, რომ ნიკა მელია საარჩევნო კამპანიას იწყებს უპასუხისმგებლო განცხადებებით. ის მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საკუთარ გამონათქვამებს, როდესაც საუბრობს სხვა პარტიის გეგმებზე, მით უმეტეს, როდესაც ეს არ შეესაბამება სიმართლეს. იმედს ვიტოვებ, რომ ნიკა მელია საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებებს”, -აცხადებს პაატა დავითაია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში