ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გერმანიის რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე გრასერი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეები თანხმდებიან ერთობლივად შეიმუშაონ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებასა და დარგის განვითარებას.

„თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ შტაინბასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და პროფესორი კლაუს ჰიპი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია