ჯოზეფ ბორელი - დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ

დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული უკრაინაში რუსეთის ომამდე ვერავის წარმოედგინა, ახლა კი მკაფიოა.

„ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე არავის წარმოედგინა, ახლა კი ნათელი გახდა. ეს აუცილებელი პირობაა, თუ გვსურს, რომ დაძაბულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება შევძლოთ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

ბორელის ცნობით, წელს, ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი გაიმართება და კიევში ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციების ოფისი გაიხსნება.

„ევროპაში პენტაგონი არ არის, რომ აქცენტი მოთხოვნაზე გააკეთოს და წარმოება მართოს. ჩვენ ფრაგმენტაცია თანამშრომლობის გაძლიერებით, თავდაცვის სფეროში ერთობლივი შესყიდვებითა და საერთო ევროპული ინტერესების მქონე პროექტების წახალისებით უნდა დავძლიოთ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიის მიზანს იარაღის წარმოების განვითარება და უკრაინის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს