თეონა აქუბარდია - ქვეყნის გამარჯვების შესაძლებლობაა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას ოპოზიციური ცენტრები - მაინც არ ვფიქრობ, რომ ახლა საბოლოო სურათი გვაქვს არჩევნებისთვის, კიდევ ბევრი რამ გადალაგდება

ცალკე ნიკა გვარამიას და ცალკე ნიკა მელიას ფასი არაფერი იქნებოდა, მათ გაერთიანებასთან შედარებით. ეს არის შესაძლებლობა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

მისივე თქმით, გულშემატკივრობს როგორც ახალ, ისე სხვა პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არიან.

„იმ მოცემულობაში, როცა გამარჯვება მხოლოდ ალტერნატიული მძიმეწონიანი ცენტრების შექმნით შეიძლება, ბუნებრივია, ცალკე ნიკა გვარამიას და ცალკე ნიკა მელიას ფასი არაფერი არ იქნებოდა, მათ გაერთიანებასთან შედარებით. ეს არის შესაძლებლობა. მე წინასწარ ვერ გეტყვით, რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, მაგრამ სასტარტო პოზიცია ნამდვილად კარგია. მათ ასევე ჰყავთ ახალი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოდიან და ესეც დამატებითი შესაძლებლობაა.

ქვეყნის გამარჯვების შესაძლებლობა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას ოპოზიციური ცენტრები. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ, როგორც ახალს, ისე სხვა პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არიან. ის, თუ რა ღირებულებები ექნებათ, რა განასხვავებს მათ სხვა პარტიებისგან, შექმნიან თუ არა ნდობას მოსახლეობაში, გამოჩნდება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ მოსახლეობას პოლიტიკოსებისადმი რწმენა დაუბრუნდეთ, მნიშვნელოვანია ახალი პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ამომრჩეველს არ დაეყრდნონ და „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ არჩევნებზე მოიყვანონ.

„მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ახლა საბოლოო სურათი გვაქვს არჩევნებისთვის, მგონია, რომ კიდევ ბევრი რამე გადალაგდება. მე ვისურვებდი, რომ არ არსებობდეს მინიმალური რისკიც კი იმისა, რომ ბარიერი ვერ გადალახონ იმ პარტიებმა, რომლებსაც საზოგადოებაში გარკვეული ნდობა აქვთ და მათი ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავიდეს. რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის ზედმეტი თავდაჯერებულობა. ყველა პარტია რომ თავის კვლევას ენდობა, ეს არ არის სწორი. საბოლოო განაჩენი არც საერთო კვლევა არ არის, მაგრამ ტენდენციებზე მიგვითითებს. საბოლოო კვლევა მაინც არჩევნებია.

ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის ალტერნატიული ხედვები მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ, ვის რა ხედვა აქვს და რა თანხვედრაა ამ ხედვებს შორის იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაინახოს, ოპოზიციის გამარჯვებით როგორი საქართველო გვექნება. მოსახლეობას პოლიტიკოსებისადმი რწმენა უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ამომრჩეველზე დაყრდნობა, არამედ არჩევნების დღეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოყვანა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში