უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომის პაპის სამოციქულო დესპანს, ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ პაპი ფრანცისკეს განცხადების გამო უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან.

„ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებაში ვისვალდას კულბოკასს განუცხადეს, რომ უკრაინას სურს მშვიდობას მიაღწიოს, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია