უილიამ ბერნსი - დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვიხილავთ

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს.

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს.

"ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება", - განაცხადა უილიამ ბერნსმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანა დაიწყეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა