აშშ-ის დაზვერვა - ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით.

„ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას“, - აცხადებენ სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში „წლიური საფრთხეების შეფასება“.

ანგარიში, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე საუბარია ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე.

„ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით“, - აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს