შალვა პაპუაშვილი - არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპის მიერ

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რითიც კიდევ ერთხელ ეხმაურება ზურაბ ადეიშვილის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას ევროპის ქვეყნებში.

მისი თქმით, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

„კანონის უზენაესობა მხოლოდ იდეალისტური პრინციპი არ არის. მას პრაქტიკული პოლიტიკური შედეგები აქვს. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილს დასავლეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და ამას ბევრი ჩვენი პარტნიორი არ იმჩნევდა, თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამასობაში, თავისუფალი გადაადგილებისა და უკრაინული თანამდებობის პრივილეგიების წყალობით, სააკაშვილი ბოროტად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური რადიკალიზაციის კოცონს აგიზგიზებდა. მერე კი იგი უკვე საქართველოში ვნახეთ, საჭირო დროს, არჩევნების დღეს, არეულობა რომ მოეწყო. მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წყალობით მოხდა, რომ იგი სწრაფად იპოვეს და დააკავეს, რის გამოც მისი გეგმა ჩაიშალა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო.

ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ, სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ.

კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს