აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა

ქუთაისის აეროპორტმა ACI (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზე მოხვდა.

„აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI International) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.

ACI-ის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მცირე ზომის აეროპორტების კატეგორიაში გადიოდა. 2018 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში 5 მლნ-მდე მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერი იყო, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე მოხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია