აშშ-ის დაზვერვა - ფრონტზე არსებული ჩიხი სიტუაციას რუსეთის სასარგებლოდ მიმართავს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციამ რუსეთს დიდი, ხანგრძლივი ხარჯები მოუტანა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში - „საფრთხის ყოველწლიური შეფასება“.

დოკუმენტში წერია, რომ ე.წ. სპეცოპერაციამ ვერ მიაღწია მიზანს, სრულად დაემორჩილებინა უკრაინა, რასაც თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად დასავლეთი გააერთიანა.

„რუსეთს ამ მასშტაბის სამხედრო დანაკარგი არასოდეს განუცდია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - დაახლოებით 300 000 დაშავებული და დაღუპული და ათასობით ტანკი და ჯავშანტექნიკა.

“რუს სამხედროებს აქვთ და ექნებათ გამოფიტვის, პერსონალის დეფიციტისა და მორალური გამოწვევების პრობლემები, თუმცა ნაღმების გამოყენებამ, მომზადებულმა თავდაცვითმა პოზიციებმა და არაპირდაპირმა ცეცხლმა ხელი შეუწყო მას 2023 წელს უკრაინის შეტევების შეფერხებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აშშ-ის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ფრონტზე არსებული ჩიხი სიტუაციას რუსეთის სასარგებლოდ მიმართავს.

„ეს ჩიხი რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობების სასარგებლოდ თამაშობს და სიტუაციას სულ უფრო მეტად აბრუნებს მოსკოვის სასარგებლოდ. რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვნად ზრდის შორ მანძილზე დარტყმის იარაღის, საარტილერიო საბრძოლო მასალის და სხვა შესაძლებლობების წარმოებას, რაც მას საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, გრძელვადიანი, მაღალი ინტენსივობის ომის საწარმოებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ 2023 წლის ბოლოდან მოსკოვი წარმატებებს აღწევს ბრძოლის ველზე და ასევე სარგებლობს დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომავალთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია