ანა ბუჩუკური - ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ

ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ადეიშვილი აქამდეც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული საქართველოში, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან "ოცნების" სიტყვას ფასი აღარ აქვს.

"მე პირადად ვერავინ მასწავლის ადეიშვილი სად უნდა იყოს ახლა, წესით. ის რომ დღეს ადეიშვილი ყველამ ერთად ვიხილეთ გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე, ეს არის "ოცნების" უსუსურობის დადასტურება. ამდენი წელი გავიდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც "ოცნების" ლიდერები გამოდიან და ამაყობენ ორბანთან მეგობრობით, მე ასევე გავახსენებ საზოგადოებას, ორბანმა მოახდინა ზურა ადეიშვილის რეაბილიტაცია. ეს ხომ არ დაავიწყდა ვინმეს?! ამიტომ დღეს ვითომ რომ თამაშობს "ოცნება", სინამდვილეში აბსოლუტური ფარისევლობაა ეს ყველაფერი, თითქოს წუხან, რომ ადეიშვილი იმყოფება ოფიციალურ შეხვედრებზე საზღვარგარეთ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. ეს არის "ოცნების" ხელისუფლების უსუსურობა. ეს არის დადასტურება იმის, რომ სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებთან "ოცნების" სიტყვას ფასი აღარ აქვს. მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მომწონს თუ არ მომწონს "ოცნების" ხელისუფლება, ის ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში