ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი

დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიემართება - არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობის 8 მილიონი დოლარით შემცირებაზე.

„მე ვერ გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატები იღებს. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიემართება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია