სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორთან ერთად მსჯელობენ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.

ამასთან, დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან საკუთარ მოსაზრებებს გაცვლიან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია