2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის ფონდი 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უფროსკლასელთათვის აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს.

ინფორმაციის თანახმად, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი. „კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ), რობოტექნიკა.

კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დარგის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება.

პროექტის მიზანია გამარჯვებულები დააკავშიროს წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, მათ შორის განამტკიცოს სამომავლო პარტნიორობა, გამოცდილებისა და ცოდნის მიღების მიზნით.

კონკურსის შესარჩევი ეტაპების შედეგად, გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას ღებულობს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო ფინალისტი გუნდები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

კონკურსში დღეისათვის სამი ათასამდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2024 წლის კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე აქ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგვეხმიანეთ mia@millennium.org.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის