ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - უნდა მივდიოთ იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - უნდა მივდიოთ იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ვეტინგის" სისტემა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1. შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასება; 2. პროფესიული უნარების, ეთიკის, ცოდნის შეფასება; 3. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა.

„მე მოვითხოვ შესრულდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე თუ მოსამართლე წევრის კეთილსინდისიერების და კორუფციის შემოწმებას, რაც არის "ვეტინგის" სისტემა. "ვეტინგის" სისტემა გულისხმობს შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერების შემოწმებას, ფინანსური ვალდებულებებისა და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასებას. მეგობრებო, წარმოუდგენელია საჯარო სამსახურში იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, გქონდეს ის ხელფასი, რაც დეკლარაციაშია ნაჩვენები და უბრალოდ, ასეთ ფუფუნებაში ცხოვრობდე. არ არსებობს საჯარო პატიოსანი მოხელე, რომელსაც ასეთი ფუფუნება აქვს. მეორე - პროფესიული უნარების ეთიკის შეფასება. მესამე - ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა. ეს არის სწორედ "ვეტინგის" სისტემა, რაზეც "ქართული ოცნება" გვესაუბრება, რომ თითქოს, ეს არის რაიმე სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მე ვთავაზობ ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ პარტიას - უმრავლესობას, თუ ოპოზიციას, მხარი დაუჭიროს "ვეტინგის" სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. ეს არის ორგანო, რომელიც ახდენს ადმინისტრირებას, მართვას და კოორდინირებას სასამართლო სისტემაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყება არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ "ვეტინგის" გარეშე შესაძლებელია ამ ადამიანების "კლანის" ან გათავისუფლება, ან გაგდება სამსახურიდან, არის მიუღწეველი ამოცანა. ამიტომ უნდა მივდიოდით იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე