თეონა აქუბარდია - 2015 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ცირკულარში დაბრუნებულიყო? - ეს საკითხი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის გამოყენებული

მაინტერესებს, 2015 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ცირკულარში დაბრუნებულიყო? - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვას გამოეხმაურა.

აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება თავს ესხმის ევროკავშირს და ცდილობს, გერმანია და ევროკავშირი მტრად წარმოაჩინოს.

„რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც უნგრეთმა 2013 წელს თავშესაფარი მისცა ზურაბ ადეიშვილს? რატომ არ დაიბარეს უნგრეთის ელჩი? მაინტერესებს, როდესაც თავდასხმები ხდება გერმანიასა და ევროკავშირზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ისეთი სასამართლოს არსებობას, როგორიც არის ევროკავშირის მხრიდან მოწოდებული და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. ამ ყველაფრის გარეშე, თავდასხმები არის კიდევ ერთი მცდელობა, წარმოაჩინონ არა რუსეთი, რომელიც რეალური მტერია, არამედ ევროკავშირი და დასავლეთი. ეს კიდევ ერთი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის სამწუხაროდ გამოყენებული და არა ის, რომ „ქართული ოცნება“ სამართლიანად ითხოვს ზურაბ ადეიშვილის გადმოცემას", - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა