კახეთში სიმულაციური სწავლება გაიმართება - სამაშველო სწავლების შესახებ, მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება.

უწყების ცნობით, სიმულაციური სწავლების ფარგლებში, ყვარელში ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

„სწავლებაში ჩაერთვება 500-მდე ადგილობრივი მოხალისე. მათთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცნენ ღონისძიების მიმდინარეობასა და სამოქმედო გეგმას.

სამაშველო სწავლების შესახებ, რეგიონში მყოფი მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნება.

ღონისძიების მიზანი, გადაუდებელი შემთხვევების დროს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს