კახა კალაძე - არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს - კრიმინალების ვიზიტები აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს

არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს დამნაშავეებს გადმოსცემს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გეგმავს საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მიმართოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თაობაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა.

„არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს გადმოსცემს იმ დამნაშავეებს, რომლებზეც საუბრობდით იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა, ეს ძალიან ცუდია და რბილად რომ ვთქვათ, აზიანებს ურთიერთობებს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება. ასევე ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. შესაბამისად, ესეც, რა თქმა უნდა, აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს“, - აცხადებს კალაძე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს