კახა კალაძე - ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, როცა საქმე ეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას - არ და ვერ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება დამაზიანებელი იყოს

ქართველ ხალხს ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ მეგობრობას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის.

„ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით. თუნდაც, რომ ავიღოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რამდენჯერ იყო მხარდაჭერა, ყოველთვის თანადგომა იყო გამოხატული ჩვენი მხრიდან, ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მიმართ, როგორი მხარდაჭერა და თანადგომა იყო, რომელიც დღესაც გრძელდება და ეს, რა თქმა უნდა, იქნება შენარჩუნებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.

რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ასეთ რამეს საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უნდა დაუბრუნოს მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს ფრენები რუსეთთან, ასევე აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში და მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში