ლევან ბეჟაშვილი - სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს - თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უნდა, მთავარი წინაღობა ამ საკითხში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს - თუ მას მართლა სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს, რადგან მისი პოლიტიკური პატიმრობა ამის მთავარი წინაღობაა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ “საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში ღონისძიება გამართეს, რომლის პირველი კონფერენციაც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების პრობლემას მიეძღვნა.

“დღევანდელი კონფერენცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს ეძღვნება. უსამართლობის განცდა, რომელიც საზოგადოებაში არის და მუხტის სახით გროვდება, ბუნებრივია, შესაბამის რეაგირებას, მოქმედებებს ითხოვს. ეს მოქმედებები გამოხატული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაში. მათი განცხადებები და რეზოლუციები ყოველ ჯერზე უფრო მკაცრი და მოთხოვნადია. რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები გაითვალისწინოს. თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უნდა, მთავარი წინაღობა ამ საკითხში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა ძალა მობილიზებულ იქნეს იმისთვის, რომ საქართველოს და მიხეილ სააკაშვილს მოვუპოვოთ თავისუფლება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია