კახა კალაძე ხაბეიშვილზე - ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს - ასე განაგრძოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. ამის შესახებ მან საწვავის ფასებზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო.

„როგორ შეიძლება, 2012 წელს შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა? მთელი მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, როგორი რყევებია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამიტომ, რთულია, 11 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობას შეადარო, რა იყო 2012 წელს ან მანამდე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს