ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართულ მხარის მიერ 2024-25 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის  პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა მომზადდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ქართულ მხარის მიერ 2024-25 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა მომზადდა.

როგორც არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს იქნება პირველი, ორმხრივად შეთანხმებული სამოქმედო გეგმა იმ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომელსაც საქართველო როგორც DCFTA-ით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ასევე მის მიღმაც სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ახორციელებს.

„ეს მოიცავს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროს, კავშირგაბმულობის სფეროს. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული შეთანხმება მიღწეული იქნება და სამოქმედო გეგმას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მივიღებთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ განხორციელება დავიწყოთ, თუმცა ჩვენ სამოქმედო გეგმის მიღებას არ ველოდებით და რიგი ღონისძიებების განხორციელება დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რეფორმები ხორციელდება მათ შორის კანონმდებლობის დაახლოების, ინსტიტუციების გაძლიერების და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

როგორც არველაძემ აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან 65%-ზე მეტით დაახლოებულია. მისი თქმით, გაზრდილია ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, რომელიც მთლიანობაში 1 000-ს აჭარბებს. გაზრდილია ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობა, ასევე შევიდა არა ერთი ახალი პროდუქტი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულების ანგარიში მოისმინა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს