მამუკა მდინარაძე - რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს და თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, რეკომენდაციები დაგვრჩება შეუსრულებელი - „ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში

რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ევროკომისიის 9 დათქმის საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრას.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ გამოცხადდნენ.

„დაგვიბარეს და არ მივედით. რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე. ამიტომ, სადაც ამაზე რეალური მუშაობა მიდის, იქ მობრძანდნენ და იმუშაონ, თუკი რამე უნდათ და აქ წარმოადგინონ წინადადებები. „ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში. შესაბამისად, ამ „ნაცურ“ შეკრებას შემთხვევით არ ვამბობ. აბა, მოიძიეთ, ამ NGO-ს წარმომადგენელი, ამავდროულად, ახლად შექმნილი და გამოჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხომ არ არის?! მოიძიეთ კარგად და ფოტოსურათებიდან დასკვნას გააკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მესამე სექტორთან ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია