ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, რამილ უსუბოვთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - გივი თუმანიშვილი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს