მამუკა მდინარაძე „ვეტინგზე“ - საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება

საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ვეტინგზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ქვეყნები, სადაც „ვეტინგი“ დანერგეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან.

მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ამოცანაა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ მიიღოს.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ქვეყნები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან, ბუნებრივია იმ ქვეყნებისთვის მიბაძვას არ ვაპირებთ, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია, რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია